10 ოქტომბერი
ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ აკადემიური პერსონალისათვის

10 ოქტომბერს 13:00 საათზე საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი „სწავლების თანამედროვე მეთოდები“ , რომელიც განკუთვნილია საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის.  ტრენინგ მოდული შემუშავებულია ერასმუს+ აქტივობა 2 ით დაფინანსებული პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის STAR”  ფარგლებში. ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, როგორიცაა ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. ტრენინგი ეყრდნობა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს, რომელიც თავს უყრის თეორიულ მასალას სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და ასევე, ეპროექტში ჩართული ვროპელი კოლეგების უშუალო გამოცდილების მაგალითებს.  ტრენინგის მსმენელები მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას აღნიშნული მეთოდების შესახებ და პრაქტიკული სამუშაოების ფორმატში გაიღრმავებენ ცოდნას და ექნებათ საშუალება საკუთარი გამოცდილების გაზიარების.

ტრენინგზე გაიმართება ამავე პროექტის ფარგლებში შექმილი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია. პლატფორმის მიზანია გააერთიანოს სწავლების თანამედროვე მეთოდებით დაინტერესებული პირები, რომლებიც მუდამ ძიებაში არიან და მზად არიან მიიღონ / დანერგონ მათ სასწავლო პრაქტიკაში დარგის პროფესიონალების / ექპერტების საუკეთესო გამოცდილება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

დასწრების მსურველებმა გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია აქ