21 იანვარი
მოკლე ვადიანი სტიპენდია დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის

ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში მოკლე ვადიანი მობილობის დაფინანსების მოსაპოვებლად საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის. გაცვლით პროგრამის ხანგძლივობა შესაძლებელია იყოს 5 დან 30 დღემდე (დამატებით 2 დღე მგზავრობის).  

აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 იანვარი (14:00 სთ პოლონეთის დროით)

კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აფილირებული პერსონალისათვის.

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. პროექტში მონაწილეობის ფორმა (ჩამოტვირთე აქედან)
  2. ცნობა სადოქტორო სწავლების სტუდენტის სტატუსის შესახებ, გაცემული ფაკულტეტის დეკანის მიერ (დოქტორანტის შემთხვევაში)
  3. ცნობა სამსახურიდან (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში)
  4. ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა / სერტიფიკატი (შესაძლოა იყოს შემდეგი: საერთაშორისო სერტიფიკატი, ცნობა იმ დაწესებულებიდან სადაც აპლიკანტმა გაიარა შესაბამისი დონის სწავლება, სადოქტორო გამოცდის შედეგების ბაზაზე გაცემული ცნობა, აპლიკანტის განცხადება)

შენიშნვა: სერტიფიკატი არ ესაჭიროება მათ, ვისთვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური და ასევე, ინგლისური ენის სპეციალისტებს.

  1. მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილის ორიგინალი ან ასლი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 10 თებერვლიდან 30 სექტემბრის შუალედში.

რა აქტივობა შეიძლება დაიგეგმოს ამ პროგრამის ფარგლებში?

  1. კონფერენციაში მონაწილეობა (მათ შორის პოსტერების სესია და flash talk)
  2. სადოქტორო ნაშრომისათვის / სამეცნიერო სტატიისათვის მასალების შეგროვება
  3. საზაფხულო / ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება (როგორც სტუდენტისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის). ამ შემთხვევაში საზაფხულო /ზამთრის სკოლის პროგრამის კურიკულუმი უნდა ემთხვეოდეს აპლიკანტის კვლევის თემას.
  4. მონაწილეობა მოკლე ვადიან სასწავლო კურსში, ტრენინგში, პროფესიული ან ინდუსტრიული სტაჟირება, სასწავლო ვიზიტი
  5. ტრენინგში მონაწილეობა (მათ შორის სამეწარმეო სფეროში)
  6. საარქივო / საბიბლიოთეკო საქმიანობა
  7. საბროკერო შეხვედრებში მონაწილეობა
  8. სწავლება
  9. საერთაშორისო პროექტისათვის საგრანტო განაცხადის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
  10. სხვა მოკლე ვადიანი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს აპლიკანტის უნარების განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, 407 ოთახი, მეოთხე სართული, ტელ: 2422242/115 ელფოსტა: ir@sabauni.edu.ge

საკონტაქტო პირი შორენა პარუნაშვილი