05 თებერვალი
ცხადდება გარე მობილობაზე რეგისტრაცია

საბაუნი აცხადებს გარე მობილობას 2019–2020  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:

საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

 

1

ბაკალავრიატი

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა

25

 

2

ბაკალავრიატი

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა

10

 

3

ბაკალავრიატი

თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

5

 

4

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა

20

 

5

ბაკალავრიატი

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა

20

 

6

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა

3

 

7

მაგისტრატურა

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა

3

 

8

მაგისტრატურა

თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

2

 

9

მაგისტრატურა

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა

5

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია: 22 იანვრიდან - 2020 წლის 05 თებერვლის 18:00  
  • საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 12 - 13 თებერვლი.
  • აღიარებული კრედიტების  გაცნობა და ხელშეკრულებების დადება 14 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.
  • ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტში ელექტრონულად ასახვა 2020 წლის 19 თებერვალი.      

წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს: 

  • ა)  სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • ბ) ბაკალავრების  შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი,
  • გ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის
  •      წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და
  •       სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
    დ) 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
    ე)  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას
  •      დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
    ვ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით
  •     დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის
  •     შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების
  •    შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება).
  •    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის
  •    კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
  •  

შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.

მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:

  • ა)  ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
  • ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
  • გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
  • დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით  დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
  • ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
  • ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.