01 აპრილი
ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისათვის

ცხადდება საბუთების მიღება ლატვიის სახელმწიფო სასწავლო და კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო (პირველკურსელების გარდა ყველა კურსი), სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების სტუდენტებს.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის სწავლის ხანგრძლივობაა 10 თვე (ერთი აკადემიურ წელი). (სასწავლო წელი ლატვიაში იწყება 1 სექტემბერს და დასრულდება 30 ივნისს)

ლატვიის სახელმწიფო გრანტის რაოდენობაა 500 ევრო თვეში (საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისთვის), 670 ევრო სადოქტორო სტუდენტებისათვის.

გრანტის მფლობელი თავად ფარავს ყველა ხარჯს (სწავლის საფასური, საცხოვრებელი, მგზავრობა, კვება, ყოველდღიური ხარჯები). ვინაიდან, სტიპენდიის თანხით შეუძლებელია ამ ყველა ხარჯის დაფარვა, აპლიკანტს თავადაც მოუწევს რიგი ხარჯების გაწევა საკუთარი სახსრებით.

რეგისტრაციის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ პლატფორმაზე, ხოლო სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, აპლიკანტებმა უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია

დასტურის წერილი ლატვიის უნივერსიტეტიდან მიღების შესახებ (ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი)

  • CV Europass ის ფორმატში აწყობილი europass.cedefop.europa.eu
  • სამოტივაციო წერილი (სწავლის გარდა ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობის მითითებით, კონფერენციები, ვორქშოპები, საერთაშორისო პროექტები)
  • დიპლომის ასლი და დანართი /ან ნიშნების ფურცელი, მინიმუმ ბოლო ორი სემესტრის მითითებით
  • ორი სარეკომენდაციო წერილი პროფესორის მიერ გაცემული ბოლო 6 თვის მანძილზე
  • სასწავლო გეგმა
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • პასპორტის ანდ ID ბარათის ასლი

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ლატვიურ ენებზე.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება კომისიის მიერ.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 აპრილი

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge