20 მარტი
საზაფხულო სკოლა ავსტრიაში

ცხადდება საბუთების მიღება ავსტრიაში (ლინცი) დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ბოსტონის კოლეჯის (აშშ) მიერ.  

საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს სამ კვირიან და ექვს კვირიან კურსებს შემდეგი სახით:

  • რელიგია, თეოლოგია და ესთეტიკა; თარიღები: 27 ივნისი -17 ივლისი, 2020
  • მოწმეობის თეოლოგია; თარიღები: 20 ივლისი - 7 აგვისტო, 2020
  • გერმანული ენა თეოლოგებისათვის; თარიღები: 27 ივლისი - 7აგვისტო, 2020

სწავლების ენა: ინგლისური

ჩატარების ადგილი: ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლინცი, ავსტრია

კურსი მოიცავს კულტურულ ღონისძიებებსაც

ღირებულება:

სამ კვირიანი კურსის ღირებულება - 300 ევრო

ექვს კვირიანი კურსის ღირებულება - 600 ევრო

გადასახადი ფარავს სასწავლო მასალა, ექსკურსიას და საორიენტაციო შეხვედრასა და დასკვნითი შეხვედრის ხარჯებს.

საბაუნის ერთი სტუდენტი უფასოდ მიიღებს მონაწილეობას სამ კვირიან კურსში.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ გადმოაგზავნოთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია ელექტრონულ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • აკადემიური მოსწრების ბარათი;
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი მინიმუმ B1 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  • CV Euro pass ფორმატში;
  • რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/პროფესორისაგან;

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 მარტი

 

ვრცლად ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: