22 ნოემბერი
სამეცნიერო კონფერენცია


საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი, საქართველოს მენეჯერთა ასოციაცისთან პარტნიორობით აცხადებს საკონფერენციო ნაშრომების მიღებას, საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია:
„ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში".

კონფერენციის მიმართულებები:
. ბიზნესის გამოწვევები და აქტუალური საკითხები საქართველოში
. მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში
(სტუდენტი, სპეციალობიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმარტულებით ირჩევს საკონფერენციო თემას. ასევე,სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ თემის შესაბამისად საკონფერენციო ნაშრმის ხელმძღვანელს, აზუსტებს მასთან შერჩეული თემის სათაურს, განსახილველ საკითხებს, განსაზღვრავენ მიმართულებებს და შემდეგ ხელმძღვანელთან კოორდინირებულად იწყებს თემაზე მუშაობას)

კონფერენცია ჩატარდება 3 ეტაპად:
I ეტაპი
თეზისების მიღება (მიმდინარე წლის 22 ნოემბრის ჩათვლით)
თეზისის ავტორის ძირითად პოზიციას ნიშნავს. მისი მიზანია გააცნოს მკითხველს, თუ რის დასაბუთებას აპირებს ავტორი და რას შეეხება მისი ძირითადი არგუმენტები.

თეზისების წარმოდგენის ფორმატი: AAფორმატი; 250-300 სიტყვა (ერთი გვერდი); სტრიქონებს შორის ინტერვალი -1,15; შრიფტის ზომა - 12; ფონტი: Sylfaen. თეზისებზე გთხოვთ მიუთითოთ: ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და e-mail. ასევე, ხელმძღვანელის სახელი,გავრი და ტელეფონის ნომერი. თეზისები გამოგზავნეთ bt.faculty@sabauni.edu.ge (subject-ში მიუთითეთ - სამეცნიერო კონფერენცია)

2 ეტაპი
საკონფერენციო ნაშრომების მიღება 
ნაშრომი უნდა შედგებოდეს - თავფურცელი (სახელი,გვარი,ტელეფონი, email,თემის დასახელება, თარიღი, ხელმძღვანელი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია), სარჩევი, თავები-განსახილველი საკითხები, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი,სურვილის შემთხვევაში დანართები. სასურველია თემაში მეტი აღქმადობისა და თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იყოს - სქემები, დიაგრამები, ცხრილები, გრაფიკები. თემა იგზავნება ელ.მისამართზე bt_faculty@sabauni.edu.ge (subject მიუთითეთ - სამეცნიერო კონფერენცია) და ასევე, ამობეჭდილი სახით აწვდით დეკანატს (ნათია ლიპარტელიანი)
საკონფერენციო ნაშრომის წარმოდგენის ფორმატი: AAფორმატი;2500-3500 სიტყვა (დაახლოებიტ 10 გვერდი);სტრიქონებს სორის ინტერვალი - 1,15; შრიფტის ზომა - 12; ფონტი. Sylfaen.

3 ეტაპი
საკონფერენციო ნაშრომების წარდგენა მოხდება პრეზენტაციის სახით 5-7 წუთი. პრეზენტაციები გაიმართება სექციების მიხედვით და შეაფასებს კომპენტენტური ჟიური. ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ნაშრომების კრებულის წარდგენა და დაჯილდოება, სერტიფიკატების გადაცემა უნივერსიტეტის და საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის სახელით.


საკონტაქტო ონფორმაცია: 595705454 ნათია ლიპარტელიანი