18 ნოემბერი
სამართლის სკოლა - მუნიციპალური სამართალი

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, 7 - 18 ნოემბერს, გთავაზობთ სამართლის სკოლას თემაზე - მუნიციპალური სამართალი. 

სამართლის სკოლის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები განიხილავენ მუნიციპალური სამართლის ძირითად და აქტუალურ საკითხებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. 

სამართლის სკოლის მოხსენებათა განრიგი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/spHxhU

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმათა საფუძველზე. სამართლის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 6 ნოემბრის 18:00 საათისა!
https://goo.gl/hDrBqd

სამართლის სკოლა გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში/ საბაუნი, მის. ქუთათელაძის ქუჩა #3. 
სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.