24 ნოემბერი
შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 24 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 24 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობაზე:

 

1.1 სამართლის ფაკულტეტი:

ა) სისხლის სამართალი სამართალი - ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

ბ) კერძო სამართალი - ასისტენტის 1 (ერთი)  ვაკანტური ადგილი

გ) საჯარო სამართალი - ასისტენტის 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი

 

1.2 ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

1.2.1 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ა)  პროფესორის 1(ერთი)  ვაკანტური ადგილი

ბ) ასისტენტ-პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

გ) ასისტენტის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

1.2.2 ტურიზმის მიმართულებით

ა) პროფესორის 1 (ერთი)  ვაკანტური ადგილი

 

კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) ძირითადი კრიტერიუმები:

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ბ) დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);

დ) ავტობიოგრაფია (CV) ;

ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ასისტენტობის კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს დოქტორანტურაში სწავლის (აქტიური სტატუსი)  დამადასტურებელი ცნობა.

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge

 პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

  • დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა დადგინდება  შესარჩევ კანდიდატთან

      დამატებითი შეთანხმებით.

  • კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

 

- საბუთების მიღება განხორციელდესბა 2017 წლის 26 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ ი პირი: ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.

-  საკონკურსო კომისიამ მუშაობას  განახორციელებს  2018 წლის  3 იანვრიდან.

- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.