28 თებერვალი
Erasmus+ ის კონკურსი ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

დაიწყო Erasmus+ ის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია  ბიზნესის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წელს, ესპანეთში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით.

რეგისტრაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში საგანგებოდ შექმნილ პლატფორმის საშუალებით https://www5.uva.es/uvamobplus/

რეგისტრაციის დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აპლიკანტის სახელმძღვანელოს (ბმული)  და ინსტრუქციას რეგისტრაციისათვის (ბმული).  

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 28 თებერვლამდე (23:59  CET ცენტრალური ევროპის დროით)

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები შემოთავაზებული შემდეგი პროგრამიდან: International Semester Programme in Commerce

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები შემოთავაზებული შემდეგი პროგრამიდან:  Foreign Commerce

შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს არ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება

დაფინანსება:

  • - პროგრამა სრულად ფარავს სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს
  • - ესპანეთში ყოფნის მანძილზე სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით.
  • - სტუდენტი გათავისუფლებულია მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის საფასურისაგან
  • - ასევე მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველვყოფს სტუდენტს ჯანმრთელობის დაზღვევით იქ ყოფნის განმავლობაში

შერჩევის პროცედურა:

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ (28 თებერვლის შემდეგ), პირველ ეტაპზე საბაუნი გადახედავს სტუდენტების მიერ შევსებულ აპლიკაციებს, თუ რამდენად სწორად აქვთ შევსებული. საბაუნის დამოწმების შემდეგ, კანდიდატებს არჩევს მიმღები უნივერსიტეტი. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • - აკადემიური მოსწრება 60% (0-100)
  • - მოტივაცია 20% (0-100)
  • - სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლო კურსების რელევანტურობა საბაუნის სასწავლო პროგრამასთან 20 % (0-100)

ინგლისური ენა სავალდებულოა !!!

თუ სტუდენტი არის სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან, აპლიკაციის შევსებისას მან უნდა აღნიშნოს სპეციალურ უჯრაში. ფინალური შერჩევის ეტაპზე, თანაბარი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ სტუდენტს.

შედეგების გასაცნობად ყველა მონაწილეს დავუკავშირდებით 2018 წლის 30 აპრილის შემდეგ.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია

  • - სურათი
  • - უცხოეთის პასპორტი
  • - Cv შევსებული EUROPASS ის მოდელის მიხედვით
  • - რეკომენდაცია
  • - სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი (ბაკალავრის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტში მითითებული იყოს, რომ მას დახურული აქვს წარმატებით ერთი სასწავლო წელი)
  • - ცნობა უნივერსიტეტიდან
  • - ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ცნობას გასცემს უნივერსიტეტი შესაბამისი ტესტირების/გასაუბრების გავლის შემდეგ)
  • - ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია პლატფორმაზე)
  • - ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
  • - შშმ პირების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
  • - სამოტივაციო წერილი

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს შევსებული ინგლისურად, ამობეჭდილი და დასკანერებული.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში შორენა პარუნაშვილს.

ელ.ფოსტა: Sh.parunashvili@sabauni.edu.ge, ტელ.: 242 22 42/115; 308 ოთახი, მესამე სართული

ინფორმაცია აპლიკაციის შესახებ

რეგისტრაციის ინსტრუქცია