ზურა დარცმელია

ზურა დარცმელია

ლუბლინის უნივერსიტეტი

ერასმუსში მონაწილეობით მომეცა უნიკალური შანსი, სრული დაფინანსებით მესწავლა ევროპაში. ძნელია აღვწერო ჩემი აღფრთოვანება ახალი გარემოთი და შეხვედრებით ევროპისა და აშშ მოწინავე ლექტორებთან

#საბაუნისსტუდენტი ზურა დარცმელია სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსელია. ის 2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლობდა პოლონეთში ლუბლინის უნივერსიტეტში.

საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამა ერასმუსში მონაწილეობით მომეცა უნიკალური შანსი სრული დაფინანსებით მესწავლა ევროპაში, პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ და პრესტიჟულ  ლუბლინის უნივერსიტეტში. ძნელია აღვწერო ჩემი აღფრთოვანება ახალი გარემოთი და შეხვედრებით ევროპისა და აშშ მოწინავე ლექტორებთან, და იმით, რომ შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გავეცანი მათ ტრადიციებს და კულტურას. ამ პროგრამაში მონაწილეობამ ნამდვილად შემცვალა, შევხედე ბევრ ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს სხვა კუთხით, ალბათ უფრო მასშტაბურად.

იხილეთ ვიდეო