მაკა მოქია

მაკა მოქია

ლუბლინის უნივერსიტეტი

"თამამად შემიძლია ვთქვა ერასმუსი საოცარი სამყაროა, სადაც ყოველთვის გელიან ერასმუს+ პროგრამა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება, უცხო გარემოში ადაპტირების უნარებს გვძენს."

პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, რომ მომცა უნიკალური შესაძლებლობა მესწავლა საზღვარგარეთ და ვყოფილიყავი ერასმუსელი სტუდენტი. მადლობელი ვარ ნდობისთვის ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
თამამად შემიძლია ვთქვა ერასმუსი საოცარი სამყაროა, სადაც ყოველთვის გელიან
ერასმუს+ პროგრამა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება, უცხო გარემოში ადაპტირების უნარებს გვძენს. ისეთი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რომლებიც ადრე არ გამოგვიცდია, ვხვდებით ჩვენს განსხვავებებსა და მსგავსებებს სხვა კულტურებს შორის.
მე მიყვარს სიახლეების ძიება, გამოცდილების მიღება, ახალი უნარების შეძენა. სწორედ ერასმუსის პროგრამა იყო დიდი შესაძლებლობა ამეხდინა დასახული მიზნები და ოცნებები.
უცხოეთის მონახულება ტურისტული მიზნით, სრულიად განსხვავდება სასწავლო ვიზიტისაგან, რადგან ერასმუსელობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც სრულიად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. იგი სავსეა გამოწვევებით, თავგადასავლებით, მხიარულებით, მოგზაურობით, ყოველდღიურად სწავლობ და იზრდები პიროვნულად.
მინდა აღვნიშნო, რომ ლუბლინის უნივერსიტეტი გამოირჩევა აკადემიური პერსონალით, თუმცა საუნივერსიტეტო ცხოვრების გარდა შეგიძლიათ ნახოთ და გაეცნოთ ქალაქის უამრავ ღირსშესანიშნაობას.
მე გავიღრმავე ცოდნა სამართალში ჩემს პროფესიაში, ასევე შევიძინე ახალი მეგობრები და ახალი კონტაქტები. მე ვიმოგზაურე პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, სადაც საკუთარი თვალით გავეცანი მათ კულტურას.
ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში. ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი კი ოქსფორდის სტილის დებატები იყო სამართლის კურსში ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში, საერთაშორისო სამართალის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა, სტაჟირება კანონის უზენაესობის ფონდში, აგრეთვე საერთაშორისო სამართალში კონფერენცია, სადაც მოხსენება გავაკეთე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ერასმუს პროგრამამ მომცა შესაძლებლობა უფრო ფართოდ და გლობალურად მეფიქრა გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული და ღია სხვა კულტურების მიმართ.