ელსა-საქართველოს პრეზენტაცია

ოქტომბერი 15, 2013

  • გაინტერესებს რა არის ელსა?
  • გსურს გაიგო თუ როგორ შეგიძლია მონაწილეობის მიღება საერთაშორისო და ეროვნულ ღონისძიებებში?
  • გიზიდავს აქტიური სტუდენტური ცხოვრება?

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, 206-ე აუდიტორიაში, არ გამოტოვო ელსას გაცნობითი სახის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება განხილული ელსას საქმიანობა
(სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა, შიდა დასაქმების პროგრამა, სემინარები, კონფერენციები, იმიტირებული პროცესები, დებატები და სხვ.)
საქმიანობის მიმართულებები, უპირატესობები და პერსპექტივები. ასევე,ინფორმაცია, თუ როგორ ჩაერთოთ ელსას საქმიანობაში და გახდეთ აქტიური სტუდენტი.
პრეზენტაციის ჩატარების დრო - 13:00 საათი
დასწრება თავისუფალია!
გისურვებთ წარმატებებს, ელსასთან ერთად!

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია