ERASMUS+

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში. Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. Erasmus+ ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას განათლების, ტრეინინგებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციების თანამშრომლობის მიმართულებით, რაც გახდება დამაკავშირებელი ხიდი განათლების სფეროსა და შრომის ბაზარს შორის.

გაცნობებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წელს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus+ საგრანტო პროგრამაში, რაც გულისხმობს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წევრების მობილობას პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში. ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებულმა პროექტმა მოიპოვა გრანტი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი უნივერსიტეტიდან გავაგზავნოთ ორი სტუდენტი სასწავლებლად, ერთი პროფესორი ლექციების ჩასატარებლად და ერთი ადმინისტრაციის წევრი ტრეინინგზე. ამავე პროგრამის ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი მიიღებს ორ ადმინისტრაციის წევრს ერთკვირიანი სასწავლო კურსის ჩასატარებლად და ტრეინინგისთვის.

აპლიკაციების მიღება დაიწყება 3 ოქტომბრიდან და დასრულდება 30 ოქტომბერს, ინფორმაცია იხილეთ რუბრიკაში კონკურსი