კონკურსები

2016-2017 სასწავლო წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ERASMUS+ ის საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ სტიპენდია. პარტნიორ უნივერსიტეტთან შემუშავებული პროექტი შერჩეულია დასაფინანსებლად და გამოყოფილია გრანტი. სტიპენდია დაფარავს მონაწილის უცხოეთში ყოფნის ხარჯებს.

ამჯერად კონკურსი ცხადდება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების სტუდებისათვის და სამართლისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის .

საბუთები მიიღება: 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე:sh.parunashvili@sabauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 242 22 42 /115
ელ.ფოსტა sh.parunashvili@sabauni.edu.ge
ოთახი 308-ე, მესამე სართული


ინფორმაცია სტუდენტებისათვის

ინფორმაცია აკადემიური პერსონალისათვის