Erasmus+ ის სტიპენდიები საბაუნიში

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ უნივერსიტეტთა ერთად კიდევ ერთი Erasmus+ გრანტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ 2016-2017 წლის მეორე სემესტრში საბაუნის სტუდენტები ერთი სემესტრით სასწავლებლად გაემგზავრებიან ლუბლინის უნვერსიტეტში (პოლონეთი). პროგრამის ფარგლებში მთლიანად ფინანსდება სტუდენტის მგზავრობისა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯები. დაწვრილებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება სექტემბერში.

Erasmus+ Erasmus Mundus-ის გაგრძელება, რომელმაც ფუნქციონირება 2015-2016 სასწავლო წლიდან დაიწყო. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა პირველივე წელს მოიპოვა დაფინანსება და მიმდინარე სემესტრში საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი სწავლას გადის პარტნიორ, ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ამავე პროექტის ფარგლებში საბაუნის სტუმრობა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების პროფესორი კინგა სტასიაკი, რომელმაც მოწვეული სპიკერის რანგში ლექციები ჩაატარა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ასევე, სტუმრად გვყავდა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელი, კატარჟინა სტეპიენი, რომელიც შეხდვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებს, რომლებმაც სტუმარს გამოცდილება გაუზიარეს. ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სემესტრში საბაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, შორენა პარუნაშვილი იმყოფებოდა ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ადმინისტრაციის მუშაობას.