Erasmus+ ის შედეგები

დასრულდა საერთაშორისო სასტიპენდიო პროექტის Erasmus+ შესარჩევი კონკურსი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრებიან სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ხატია გელაშვილი და ზურაბ დარცმელია.

ამავე პროგრამის ფარგლებში მასპინძელ უნივერსიტეტში ერთი კვირით გაემგზავრება და ლექციებს ჩაატარებს საბაუნის მოწვეული პროფესორი გიორგი გობრონიძე.