ესპანელი პროფესორის საჯარო ლექციები

მარტი 20, 2014

24 – 28 მარტის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს კატალონიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჯუზეპ (ხოსე) ჯილი რიბასი. ვიზიტის ფარგლებში ესპანელი პროფესორი რამდენიმე დღის განმავლობაში წაიკითხავს საჯარო მოხსენებებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში. ასევე მიწვეული იქნება მოხსენების წასაკითხად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მოხსენებების განრიგი:

24 მარტი, ორშაბათი, 15:00სთ: - „ჩვენი რწმენის ღმერთი“ - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 405 აუდიტორია;
25 მარტი, სამშაბათი. 17:00 სთ - „ სიკვდილის მიღმა“ - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 405 აუდიტორია;
26 მარტი, ოთხშაბათი, 17:00 სთ -„თეოლოგიის ადგილი საუნივერსიტეტო სწავლებაში, ქრისტიანული რწმენა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორპუსი G, აუდიტორია 106. მის. გ.წერეთელის 3 (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)
28 მარტი, პარასკევი ---- 16:00სთ- „თეოლოგიის აუცილებლობა დღეს და მისი ადგილი საუნივერსიტეტო სწავლებაში“ - ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Iკორპუსი, 317 აუდიტორია.

მოხსენებები წარიმართება იტალიურ ენაზე, ქართული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მომხსენებლის შესახებ:

ჯუზეპე ჯილ ი რიბასი დაიბადა რეუსში 1928 წელს, სწავლობდა ტარაგონას სემინარიაში. 1947-1951 წლებში სწავლობდა რომში გრეგორიანულ უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე პერიოდში მან მიიღო მღვლად ხელდასხმაც. 1951 წელს თეოლოგის ხარისხის მიღების შემდეგ ბრუნდება კატლარის ეპარქიაში, სადაც მსახურებდა 2003 წლამდე, მიუნსტერსა და პადერბორნში სწავლის დასრულების შემდეგ 1982 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

60-იან წლებში მიწვეული იყო თეოლოგიის მასწავლებლად ეპარქიის სემინარიაში, 1972 წლიდან მუშაობდა მიწვეულ პროფესორად კატალონიის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა სასწავლო კურსს ესქატოლოგიაში. მან მალევე დაიწყო მუშაობა ლექტორად ბარსელონის რელიგიურ მეცნიერებათა უმაღლეს ინსტიტუტში (შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი)ცოტა მოგვიანებით კი ტარაგონის რელიგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი). ასევე იყო მიწვეული ლექტორი ტულუზაში (საფრანგეთი). მონაწილეობდა სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებში ტულუზაში, ლიონსა და ტუბინგენში.

კატალონიის თეოლოგიის ფაკულტეტზე მრავალწლიანი მოღვაწეობის დროს ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ სასწავლო კურსებზე: ესქატოლოგია, ქრისტოლოგია, ეკლესიოლოგია, საკრამენტოლოგია და თეოლოგიური ანთროპოლოგია. ის არის კატალონიის დოქტორთა სამეფო აკადემიის (Royal Academy of Doctors of Catalonia) წევრი.

გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ცნობილ ჟურნალებში და წიგნი, როგორიცაა: Signes de pertinena a l’Esglsia (პირველი გამოცემა), სიკვდილს არ აქვს ასაკი (Els nostres morts no envelleixen), ღმერთი,ადამიანი, სამყარო/მსოფლიო (Dios, Hombre, Mundo); მარიამის ცხოვრება (La vida de Mara), თეოლოგიური აზროვნების თავგადასავალი (L’aventura del pensament teolgic); ესქატოლოგია; მარიოლოგია (შენიშნვები) (Mariologia (apunts)); იესო, უფლის ძე და ადამიანის ძმა (Jess, Fill de Du i germ dels homes); და სხვ. მრავალი