დეკანის მისალმება

მოგესალმებით!

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი გთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ეფუძნება დაგროვილ გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.

საბაკალავრო პროგრამების განხორციელებაში ჩართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური/მოწვეული პერსონალი, რაც ხარისხიანი ცოდნის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. გარწმუნებთ, საფუძვლიანი ცოდნა წარმატების უმთავრესი საწინდარია. ჩვენთან მიღებული ცოდნისა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების საფუძველზე, შეძლებთ იყოთ კონკურენტუნარიანნი, დააკმაყოფილოთ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას; ამასთან, მოგეცემათ კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლებისა და მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენი უნივერსიტეტით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!