ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

წლიური საფასური - 2200 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880104

საბაკალავრო პროგრამორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც, სწავლის პროცესში

- შეიძენენ საბაზისო ცოდნას ტურიზმის მართვის სფეროში,
- შეისწავლიან ტურისტული კომპანიების/ორგანიზაციების მართვის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს,
- დაეუფლებიან ტურისტული კომპანიების/ორგანიზაციების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს,
- გამოიმუშავებენ შესაბამისი პროფესიული კარიერისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,
- აღიჭურვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს:

- დასაქმდეს ტურიზმის ბიზნესის სფეროს როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში, ქართულ და/ან უცხოურ ტურისტულ კომპანიებში, ეფექტიანად განახორციელოს პროფესიული საქმიანობის ნებისმიერი სახე სამსახურებრივ პოზიციებზე, რომლისთვისაც მოითხოვება/საკმარისია აკადემიური ხარისხი - ბიზესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში.

- სწავლა გააგრძელოს უცხოეთის და/ან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურაში).

წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიები (თვეში 150, 100, 75 ლარის ოდენობით)

კურიკულუმი

სილაბუსები

ინფორმაცია დაცულია პაროლით, დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ფაკულტეტის დეკანს n.gogolauri@sabauni.edu.ge