დეკანის მისალმება

მოგესალმებით!


მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომელიც გთავაზობთ ორიგინალურ, საქართველოში ანალოგის არ მქონე სასწავლო პროგრამებს.

ჩვენთან მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები თეოლოგიაში, რომლებიც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებითაა შედგენილი. უნივერსიტეტს გააჩნია თეოლოგიურ-ფილოსოფიური ლიტერატურით მდიდარი ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა კავკასიაში, რაც უცილებელი წინაპირობაა როგორც წარმატებული სწავლისათვის, ასევე შემდგომი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. საინტერესო სიახლეა ისიც, რომ სწავლების საბაკალავრო დონეზე, თეოლოგიის ძირითად პროგრამასთან ერთად, სტუდენტებს ვთავაზობთ დამატებით სპეციალობას კულტურულ ტურიზმში.

ახალი 2012-2013 სასწავლო წლიდან ჩვენი ფაკულტეტის ფარგლებში ამოქმედდება საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ინტერკულტურული კომუნიკაცია და თარგმანი. პროგრამის მიზანია - მოამზადოს კვალიფიცირებული მთარგმნელები და თარჯიმნები, რომლებსაც ეცოდინებათ არა მხოლოდ რამდენიმე უცხო ენა, არამედ შესაბამისი ქვეყნების ისტორია და კულტურა, რაც მომავალ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთონ კულტურათშორის დიალოგში.

საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც საქართველოში მოღვაწე მაღალკვალიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლები, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე პროფესორები. ეს გარემოება განაპირობებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და მყარ საფუძველს ქმნის ევროპულ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების განხორციელებისთვის.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამები და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო გარემო საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თანამედროვე დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი განათლება.

კვლევისა და სწავლების აკადემიური თავისუფლება, ჰუმანიზმი და დემოკრატიული ღირებულებები ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია. ჩვენი სურვილია აღვზარდოთ ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალურ ღირებულებებზე ორიენტირებული თაობები.

გელით!

ვისწავლოთ და ვიღვაწოთ ერთად!

პატივისცემით