სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. ვაჟა ვარდიძე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი 120 ECTS კრედიტი
სწავლის საფასური: 1700 ლარი
სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება თეოლოგიის შემდეგი მიმართულებები

ბიბლიური თეოლოგია, ეგზეგეტიკა
სისტემატური თეოლოგია, დოგმატიკა
ფილოსოფიური სისტემები და თანამედროვეობის საკითხები
ეკლესიის ისტორია
რელიგიათმცოდნეობა

პროგრამის მიზანია:

მოამზადოს საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი კვალიფიციური სპეციალისტი რომელსაც ექნება თეოლოგიის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა. შეძლებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტას ახალი, ორიგინალური გზების ძიებით, დამოუკიდებლად განახორციელებს საღვთისმეტყველო სამეცნიერო კვლევებს, თეოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში გამოიყენებს მეცნიერულ მეთოდებსა და მიდგომებს. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს, ჩამოუყალიბოს ობიექტური და ტოლერანტული პოზიცია განსხვავებული შეხედულებების, ტრადიციებისა თუ კულტურების მიმართ, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება, ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა და სხვ.,

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს სწავლის გაგრძელებას უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურაში).

სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს 4 ეტაპად

ლექციები ტარდება საღამოს საათებში

წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიები (თვეში 150, 100, 75 ლარის ოდენობით)

კურიკულუმი

სილაბუსები