დეკანის მისალმება

მოგესალმებით!

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობისათვის, სადაც შეძლებთ, გაეცნოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების თქვენთვის საინტერესო საკითხებს.

უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გთავაზობთ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით, პასუხობს უახლეს მოთხოვნებს და ეფუძნება დაგროვილ გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული ყველა კურსი წაკითხული იქნება მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რაც ხარისხიანი ცოდნის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. გარწმუნებთ, საფუძვლიანი ცოდნა წარმატების უმთავრესი საწინდარია. დღეისათვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ დიპლომის მქონე, არამედ - საჭირო უნარებითა და ჩვევებით აღჭურვილი კადრების მომზადება, რაც სწორედ ჩვენი საქმეა.

ჩვენთან მობრძანებით თქვენ საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას.

გისურვებთ წარმატებას!

სამართლის ფაკულტეტის დეკანი
ვიად როგავა