სამაგისტრო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ხელმძღვანელი: პროფ. ზვიად როგავა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის მაგისტრი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი 120 ECTS კრედიტი
წლიური საფასური: 2200 ლარი
სწავლების ენა: ქართული

მიმართულებები:

სისხლის სამართალი
ხელმძღვანელი -პროფ. გოჩა მამულაშვილი

საჯარო სამართალი
ხელმძღვანელი - პროფ. ზვიად როგავა

კერძო სამართლი
ხელმძღვანელი - პროფ.ზურაბ ძლიერიშვილი

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:

- კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
- ეროვნული და უცხორული სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
  • სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისა სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალრუი და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
  • თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების უნარი და სხვ. (ვრცლად იხ. კურიკულუმი)

სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს 4 ეტაპად
ლექციები ტარდება საღამოს საათებში

წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიები (თვეში 150, 100, 75 ლარის ოდენობით)


კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ფაკულტეტის დეკანატს:

k.kalandadze@sabauni.edu.ge

ტელ: 2 42 22 42/114