საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მიმდინარეობს უნივერსიტეტში, რექტორის აქტით დადგენილ ვადებში.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს: 4-16 სექტემბერს ?(ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 საათი, შაბათი 10:00 - 15:00 საათი)

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას უნივერსიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • - განცხადება რექტორის სახელზე (ფორმას სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
  • - პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, (საფასურის გადანაწილება შესაძლებელია სრულად (2250 ლარი),  2 ნაწილად (1125 ლარი) ან 4 ნაწილად (562,50 ლარი), უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან იხილეთ უნივერსიტეტის საიტზე);
  • - სრული/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი და ასლი;
  • - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • - 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სახმედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
  • - შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, (ფორმა აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან);
  • - სხვა დოკუმენტი (თუ ასეთის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მიმდინარე კანონმდებლობა).

 

სწავლის წლიური საფასური