მარათონი სასწავლო გრანტისთვის

რა არის მარათონი სასწავლო გრანტისთვის?

საბაუნი იწყებს მარათონთა ციკლს, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები, რომლებიც მიიღებენ სასწავლო გრანტს.

მარათონის წესები და პირობები

აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან 5 სხვადასხვა ეტაპზე

თითოეულ ეტაპზე არის 10 კითხვა. 

5 ეტაპი- 5 სხვადასხვა თემა - 5 სივრცე

  • კრეატივი
  • ზოგადი განათლება
  • მეხსიერება
  • ლოგიკა
  • სულხან -საბა ორბელიანის ოთახი

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • მონაწილეობისთვის საკმარისია იყო აბიტურიენტი
  • აუციელებელია დარეგისტრირტდე მარათონზე (იხ. ბმული)

როგორ მივიღებ პრიზებს?

  • პრიზების მისაღებად უნდა დააგროვო ხუთივე ოთახში რაც შეიძლება მეტი ქულა
  • ქულები სწორი პასუხების რაოდენობით განისაზღვრება
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან იმავე დღეს

საჩუქრის გარეშე არ წავა არც ერთი მონაწილე!

პრიზები:
I ადგილი - 2200 ლარიანი სასწავლო გრანტი საბაუნიში !
II ადგილი - 1000 ლარიანი სტიპენდია
III ადგილი - 500 ლარიანი სტიპენდია

დანარჩენ მონაწილეებს ვინც გადალახავს 15 ქულიან კომპეტენციის ზღვარს გადაეცემა 10 %იანი საგრანტო ვაუჩერი.

მარათონის დასრულების შემდეგ გაიმართება ფაკულტეტების პრეზენტაცია, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო პასუხი საბაუნიში ჩაბარებასთან დაკავშირებით.