საბაუნის მოსწავლეთა აკადემია

საბაუნის მოსწავლეთა აკადემია არის უნივერსიტეტის ახალი პროექტი, სადაც შაბათ-კვირას ტარდება ლექცია-სემინარები სამართლის აქტუალურ საკითხებზე. კურსი გათვლილია მოსწავლეებისთვის რომლებსაც სურთ მომავალში დაეუფლონ იურისტის პროფესიას, ასევე მათთვის ვისაც აინტერესებს და სურს ჰქონდეს ზოგადი განათლება სამართლის სფეროში.
პროექტი ხორციელდება ორი თვის მანძილზე. (პირველმა ნაკადმა სწავლა დაიწყო 2017 წლის 29 ოქტომბერს რომელიც დასრულდება 24 დეკემბერს).

პროექტის შესახებ:

პროექტი მიცავს როგორც სალექციო ასევე სასემინარო კურსებს: სასემინარო დროს, მოსწავლეებისთვის ტარდება იმიტირებული პროცესები, დებატები, სიმულაციური თამაშები.
ლექციებს კითხულობენ, როგორც უნივერსიტეტის ლექტორები, ასევე კარგი აკდემიური მოსწრების საბაუნელები.
პროექტი აკადემიის მოსწავლეებს სურვილისამებრ სთავაზობს გასვლით სასწავლო ვიზიტებს პარლამენტში, სასამართლოებში და ა.შ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ინტელექტუალური თამაში „საბა“ სადაც მოსწავლეები უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას შეიძენენ.

კურსი გათვლისი საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის.

მოსწავლეების მიერ წარმოსადგენი საბუთები:
1. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მშობლის თანხმობა (დოკუმენტის ფორმას მიიღებს უნივერსიტეტიდან).
2. მოსწავლის ბარათი;
3. ანკეტა (ივსება ადგილზე).

პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობას იღებს თბილისის ათი სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე.

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებისთვის: ცნობიერების გაზრდა, ჯგუფური მუშაობის ჩამოყალიბების უნარი, ზოგადი განათლება სამართლის სფეროში.

სტუდენტებისთვის: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, ტრენერისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. 

პროექტის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, რომელიც გამოავლენს სამ საუკეთესო მოსწავლეს.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან:

  •  I ადგილი - პლანშეტი
  • II-III ადგილი - წიგნების ვაუჩერი. 
  • სამივე საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემა უნივერსიტეტის ერთ თვიანი ფიტნესის აბონიმენტი.
  • პროექტის სპონსირო გამოავლენს საკუთარ რჩეულს, რომელსაც გადასცემს სპეციალურ პრიზს. 

პროექტი სრულდება კონფერენციით: „რა ვისწავლე პროექტის ფარგლებში“, სადაც მოსწავლეები გააკეთებენ მცირე მოხსენებებს, რის შემდეგაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.