ინტელექტუალური თამაში "საბა"

                                                                                      

2017 წლის 28 მარტიდან სტარტი აიღო საბაუნის ინტელექტუალურმა თამაშმა "საბა" საქართველოს სკოლებში. თამაშის პარალელურად, სკოლებში საბაუნის ადმინისტრაცია ატარებს საინფორმაციო შეხვედრას აბიტურიენტებისთვის, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე, რასაც უნივერსიტეტი წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს სთავაზობს.

თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ 11-12 კლასის მოსწავლეებს ჯგუფურად (ჯგუფში 4-5 მონაწილე). ინტელექტუალურ თამაშს "საბა" ორგანიზებას უწევს საბაუნის "ინტელექტუალთა კლუბი" და სტუდენტურ საქმეთა ცენტრი.

თამაში უკვე ჩატარდა საქართველოს რამდენიმე სკოლაში.

გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით: 

  •         - საბაუნის 20% სასწავლო ვაუჩერი;
  •         - უნიფიტნესის 3 თვიანი უფასო აბონიმენტი;
  •         - ბიბლუსის წიგნების ვაუჩერი;
  •         - საბაუნის ბლოკნოტები, კალმები, სახალისო სტიკერები და სხვა პრომო ატრიბუტიკა.   

 იხილეთ ფოტო ალბომი

 

                                                             ბოლოზარი-არტი
  
                                        

2017 წლის ბოლო ზარი საბაუნიმ აბიტურიენტებს  განსაკუთრებულად მიულოცა. ბავშვებმა სპეციალურად ბოლო ზარისთვის ორიგინალურად მოხატულ მაისურებში გადაიღეს ფოტოები და გამოგვიგზავნეს ჰეშთეგით #ბოლოზარიარტი. ფოტოები აიტვირთა ფოტოკონკურსის ალბომში საბაუნის ფეისბუქ გვერდზე.
ფოტონამუშევრების მიღება დაიწყო 18 მაისს და საპრიზო ათეული 6 ივნისს 18:00სთ-ზე გამოვლინდა (პირველი ათი ყველაზე მეტი (y) მქონე ფოტოების ავტორები).

გამარჯვებული ათეული დაჯილდოვდა შემდეგი პრიზებით:
🔸1-ლი ადგილი - მარიამ ნოზაძე, გადაეცა საბაუნის 450-ლარიანი სასწავლო ფასდაკლების ვაუჩერი, შაბა • Shaba-ს ჩანთა და Uni Fitness-ის 5-თვიანი უფასო მომსახურების აბონიმენტი.
🔸მე-2 ადგილი - მარიამ გოგნიაშვილი, გადაეცა ბოულინგ კლუბ "ლებოვსკის" 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და საბაუნის ფიტნესის დარბაზის 4-თვიანი უფასო მომსახურების აბონიმენტი
🔸მე-3 ადგილი - სოფო მაზანაშვილი, L.G photography-გან ინდივიდუალური 1-საათიანი საბანკეტო ფოტოსესია და საბაუნის ფიტნესის დარბაზის 3-თვიანი უფასო მომსახურების აბონიმენტი
🔸მე-4 ადგილი - გიორგი რამიშვილი, კინოთეატრ კავეას 2 ბილეთი და საბაუნის ფიტნესის დარბაზის 2-თვიანი უფასო მომსახურების აბონიმენტი
🔸მე-5 ადგილი -ეკა გიგაური, წიგნების 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და საბაუნის ფიტნესის დარბაზის 1-თვიანი უფასო მომსახურების აბონიმენტი.

კონკურსის 10-ვე ფინალისტს გადაეცა ჭიქა საკუთარი გამოსახულებით სარეკლამო კომპანია Crystal Advertising-გან, Craffee-ს ხელნაკეთი ჭიქის დასადები, საბაუნის მაისურები და ბლოკნოტები.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:
საბაუნის ვაუჩერი „მართვის მოწმობის აღება უფასოდ“.
ვაუჩერის გამოყენება შეუძლია ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს ჩააბარებს საბაუნიში და წარმოადგენს აღნიშნულ ვაუჩერს.
კონკურსის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცა საბაუნის ბლოკნოტი, კალამი და სამაჯური.
ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს შეეძლება უფასოდ დაესწროს საბაუნიში გამართულ ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს.

იხილეთ ფოტოკუნკურსის ნამუშევრები