რატომ საბაუნი?

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის კოდი ცნობარში 088

გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 0880101 - 20 მისაღები ადგილი

 სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 0880102 - 270 მისაღები ადგილი 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 0880103 - 80 მისაღები ადგილი 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 0880104 - 81 მისაღები ადგილი 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 0880105 - 50 მისაღები ადგილი 

სპეციალური შეთავაზებები წელს საბაუნიში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის:

  • - სემესტრული სტიპენდია ყველა პირველკურსელისთვის

  • - მართვის მოწმობის აღება უფასოდ. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ მართვის მოწმობის კურსი სრულიად უფასოდ გაიაროთ, მეცადინეობები გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. ამ შეთავაზებით ისარგებლებენ ჩარიცხული პირველკურსელები, რომლებიც წარმოადგენენ სპეციალურ ვაუჩერს. ვაუჩერის მიღება შესაძლებელია საბაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ოთახი 208

  • 1-3 არჩევანით ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასურველი უცხო ენის უფასოდ შესწავლა (ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, რუსული)

 
  • საბაუნის უპირატესობები:

- ჩვენი ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური ლექტორები - სფეროს წამყვანი ექსპერტები, პრაქტიკოსები

- საერთაშორისო საგრანტო პროექტის ერასმუს + ფარგლებში, წარჩინებულ სტუდენტებს სწავლის III-IV წელს მიეცემათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრული დაფინანსებით (საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, ლატვია, უკრაინა)

- სტრატეგიული პარტნიორობები ევროპაში და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა

- სტიპენდიები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები: სულხან-საბას (150ლ), ბაზის ბანკის (100ლ), ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის სტიპენდია (100ლ), მიგრიაულის ბიუროს (50ლ), შიდა რეიტინგული სტიპენდიები (75ლ. 50ლ.) საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს თითოეული ფაკულტეტიდან; სოციალური შეღავათები 10%-იანი შეღავათი სწავლის საფასურზე ერთი ოჯახიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე; გადახდის მოქნილი სისტემა (4 ეტაპად); სწავლის ღირებულება არ იცვლება სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში

- შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირება და დასაქმების პრაქტიკა

- მემორანდუმები დამსაქმებელ ორგანიზაციებთან სტაჟირება-დასაქმების შესაძლებლობებით

- ჯგუფში სტუდენტების ოპტიმალური რაოდენობა (25-30 სტუდენტი)

- თანამედროვე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა: ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, კომპიუტერული ლაბორატორია, კაფეტერია სტუდენტური ფასებით, ფიტნეს ცენტრი სპეციალური სტუდენტური აბონიმენტებით

- შშმ პირებისათვის ადაპტირებული პირობები და სასწავლო პროგრამები

- ფაკულტეტებთან არსებული სტუდენტური კლუბები და ინტელექტუალური, კულტურულ-სპორტული, გასართობი ღონისძიებები (სხვადასხვა ფორმატის დებატები, სასწავლო ვიზიტები, კარაოკე საღამოები, სპორტული ჩემპიონატები, საზაფხულო ბანაკები კარვებით სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე)

- მეგობრული გარემო და თითოეული სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საგნის ხელმეორედ გავლა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე)

- პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება: საბაუნის ბაზაზე ფუნქციონირებს მოლაშქრეთა კლუბი "საბაუნი", ტურიზმის კვლევისა და ინოვაციების ცენტრი ORBIS, ბიზნეს ინკუბატორი, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში სწავლის პროცესშივე სამუშაო პროფესიონალური უნარების განვითარებას

- დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება, იხილეთ ფოტო და ვიდეო გალერეა

- მოსახერხებელი ადგილმდებარეობა თბილისის ცენტრში, მეტრო დელისის მიმდებარედ, იხილეთ რუკა.


უნივერსიტეტი ავტორიზებულია, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტების ჩარიცხვა წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
 

პროგრამები აკრედიტებულია, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით (სოციალური გრანტი და სხვ.)


გაიგეთ მეტი სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკის შესახებ


დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ შენი წარმატება: 

(+995 32) 2 42 22 42

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.