მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება


სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება-რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ადმინისტრაციული რეგისტრაცია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება, ხელშეკრულების გაფორმება, აკადემიური რეგისტრაცია.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდგომ სამაგისტრო პროგრამებზე: 

სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, თეოლოგია.

უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურა და ვადები:

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კანცელარიაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე. (კ.ქუთათელაძის ქ. №3)

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება: 

  • - ტესტი უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის ჩაბარება) - 18 სექტემბერი 10:00 საათიდან 21:00 საათამდე; (თეოლოგია - 15:00 საათი) და 25 სექტემბერი 10:00 საათიდან 21:00 საათამდე.
  • - გამოცდა სპეციალობაში - 19 სექტემბერი 10 საათიდან 21:00 საათამდე; (თეოლოგია - 12:00) და 26 სექტემბერი 10:00 საათიდან 21:00 საათამდე.
  • - გამოცდის/ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 20 სექტემბერი; მეორე ნაკადის შედეგები გამოქვეყნდება 27 სექტემბერს. 
  • - აპელაციაზე განცხადებების მიღება − 21-23 სექტემბერი; 
  • - აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება − 25 სექტემბერი;

 

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს მეილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. შემდეგი ინფორმაცია:

  • - შევსებული განაცხადი-აპლიკაცია, (რომელიც მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
  • - ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (მაგისტრანტობის კანდიდატისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია უსდ-ის მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ).
  • - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • - სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • - წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამხედროვალდებული პირების შემთხვევაში;
  • - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 შენიშვნა: ჩარიცხვის შემდეგ უნდა მოხდეს აღნიშნული დოკომენტების დედანის წარმოდგენა.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება:

თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე) და ტესტი ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე) და ტესტირება ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

ბიზნესის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება (საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე) და ტესტი ინგლისურში (ტესტის ნიმუშები იხ. ბმულზე).  

ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან 26 – 27 სექტემბერი;

ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 29 სექტემბერი.

საერთო სამაგისტრო გამოცდის, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და რექტორის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთან ფორმდება ხელშეკრულება.

აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის დარეგისტრირებას საგანამანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე.

სწავლის წლიური საფასური
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2200 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 2200 ლარი
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 1700 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ტელ: (+995 32) 2 42 22 42 (105/106);

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.