აბიტურიენტებისთვის

საბაუნის კოდი ცნობარში 088

საბაუნი შენი საუკეთესო არჩევანია:

- სტიპენდია ყველა პირველკურსელისთვის

-
ჩვენი ქართველი და უცხოელი ლექტორები - სფეროს წამყვანი ექსპერტები, პრაქტიკოსები

- საერთაშორისო საგრანტო პროექტის ერასმუს + ფარგლებში, წარჩინებულ სტუდენტებს სწავლის III-IV წელს მიეცემათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრული დაფინანსებით (საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, ლატვია, უკრაინა)

- სტრატეგიული პარტნიორობები ევროპაში და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა

- ხელმისაწვდომი ხარისხი

- ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები: სულხან-საბას (150ლ.), ბაზის ბანკის (100ლ), მიგრიაულის ბიუროს (50ლ.), შიდა რეიტინგული სტიპენდიები (75ლ. 50ლ.) საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს თითოეული ფაკულტეტიდან; სოციალური შეღავათები 10%-იანი შეღავათი სწავლის საფასურზე ერთი ოჯახიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე; გადახდის მოქნილი სისტემა (4 ეტაპად); სწავლის ღირებულება არ იცვლება სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში

- შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირება და დასაქმების პრაქტიკა

- მემორანდუმები დამსაქმებელ ორგანიზაციებთან

- სპეციალური პირობები 1-3 არჩევანით ჩარიცხული სტუდენტებისთვის: სასურველი უცხო ენის უფასოდ შესწავლა (ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, რუსული), უფასო მონაწილეობა მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სპიკერების ტრენინგ-სემინარებში, მასტერკლასებსა და ვორქშოპებში

- ჯგუფში სტუდენტების ოპტიმალური რაოდენობა (25-30 სტუდენტი)

- თანამედროვე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა: ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო პროცესების
დარბაზი, კომპიუტერული ლაბორატორია, კაფეტერია სტუდენტური ფასებით, ფიტნეს ცენტრი სპეციალური
სტუდენტური აბონიმენტებით

- შშმ პირებისათვის ადაპტირებული პირობები და სასწავლო პროგრამები

- ფაკულტეტებთან არსებული სტუდენტური კლუბები და ინტელექტუალური, კულტურულ-სპორტული, გასართობი ღონისძიებები (სხვადასხვა ფორმატის დებატები, სასწავლო ვიზიტები, კარაოკე საღამოები, სპორტული ჩემპიონატები, საზაფხულო ბანაკები კარვებით სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე)

- მეგობრული გარემო და თითოეული სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საგნის ხელმეორედ გავლა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე)

- პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება: საბაუნის ბაზაზე ფუნქციონირებს მოლაშქრეთა კლუბი "საბაუნი",
ტურიზმის კვლევისა და ინოვაციების ცენტრი ORBIS, ბიზნეს ინკუბატორი, უსაფრთხოების კვლევების ცენტრი
"პარაგრაფ ონლაინი", რაც ხელს უწყობს სტუდენტებში სწავლის პროცესშივე სამუშაო პროფესიონალური უნარების განვითარებას

- უნივერსიტეტი პერიოდულად ატარებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ვიდეო

- მოსახერხებელი ადგილმდებარეობა თბილისის ცენტრში.


საბაუნი გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 1900ლ, 20 ვაკანტური ადგილი. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ.ვაჟა ვარდიძე
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 1700ლ, პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ.ვაჟა ვარდიძე
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 2200ლ, 50 ვაკანტური ადგილი. პროგრამის ხელმძღვანელი: საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ცხადაძე
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 2200ლ, 270 ვაკანტური ადგილი.პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ზვიად როგავა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 2200ლ, პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ზვიად როგავა
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 2200ლ, 80 ვაკანტური ადგილი. პროგრამის ხელმძღვანელი: ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ჯამბურია
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
წლიური გადასახადი: 2200ლ, 81 ვაკანტური ადგილი. პროგრამის ხელმძღვანელი: ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი მაია ჯიჯავა.

უნივერსიტეტი ავტორიზებულია, რაც გულისხმობს, რომ:
სტუდენტების ჩარიცხვა წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.

პროგრამები აკრედიტებულია, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს:
ისარგებლოს სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით (სოციალური გრანტი და სხვ.).

გაიგეთ მეტი სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკის შესახებ

უნივერსიტეტში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება: 1 დღე საბაუნიში, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია დაესწროს ლექციებს თავისუფალი მსმენლის სახით, დაათვალიეროს სასწავლო ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან უშუალოდ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე.

დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ შენი წარმატება:
(+995 32) 2 42 22 42
info@sabauni.edu.ge
Facebook.com/SulkhanSabaUniversity
კ.ქუთათელაძის 3 (მეტრო დელისის მიმდებარედ)