შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის: 

2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის გამოყოფილია შემდეგი ადგილები: 

საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა

5

2

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა

7

3

ბაკალავრიატი

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა

7

4

ბაკალავრიატი

თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

5

5

ბაკალავრიატი

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა

4

 

ჩარიცხვის ვადები: 

  • საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 22 აგვისტო-06 სექტემბრი
  • აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 09-12 სექტემბრი
  • ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 13 სექტემბერი.

მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

საბუთების მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3

ბრძანება შიდა მობილობის შესახებ: