გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის

მიღება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უცხოენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. (შენიშვნა: მეილის გადმოგზავნისას დასახელებაში მიუთითეთ: BBA ENG)

დოკუმენტების ჩამონათვალი: (შენიშვნა: ყველა დოკუმენტი დასკანერებული PDF ფორმატის სახით)

  • პასპორტის ასლი, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის - ბინადრობის მოწმობის ასლი;
  • სკოლის ატესტატის ასლი/ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ ან უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტო (3X4)
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კერძოდ: FCE; IELTS- 5.5-6.5; TOEFL Paper 513-547; TOEFL CBT-183 – 210; TOEFL IBT- 65-78 (შენიშვნა: შესაბამისი სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში).

საბუთების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აპლიკანტს, ვისაც არ ექნება ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (შენიშვნა: B2 დონე, აპლიკანტმა ტესტში უნდა დააგროვოს მინიმუმ 61%)  (იხილეთ ტესტის ნიმუში) . ზემოთ მითითებულ ვადაში, ყველა  აპლიკანტს  ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებების გამოყენებით დაენიშნება გასაუბრება პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით. უცხო ენის გამოცდისა და გასაუბრების  წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებს თანხმობის წერილს საბაუნისაგან.

თანხმობის წერილის საფუძველზე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური, გადახდის დროს მიზანში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი და პროგრამა. საფასურის მიღების შემდეგ, საბაუნი გადმოგიგზავნით ოფიციალურ დასტურის წერილს.

რეგისტრაციის საფასურია 100$ და მოიცავს, თარგმანის, ნოტარიულად დამოწმების და ცენტრის მიერ აღიარების პროცედურის საფასურს (80 ლარი).

ოფიციალური წერილის გაცემის შემდეგ, საბაუნი იწყებს აპლიკანტის ჩარიცხვის პროცედურას, რომელიც დაახლოებით 1 თვე გრძელდება (საბუთების თარგმნა, დამოწმება, აღიარება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩარიცხვის შესახებ, რექტორის ბრძანება ჩარიცხვის შესახებ). პროცედურის დასრულების შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს ოფიციალურ ბრძანებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ.

სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი (შემოდგომის სემესტრზე - 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით სწავლის სემესტრული საფასურის - 100 %; საგაზაფხულო სემესტრზე - 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით სწავლის სემესტრული საფასურის - 100%) 

ბანკის მონაცემებია:

Ltd Sulkhan-Saba Orbeliani University
Address: 3 Kalistrate Qutateladze St, Tbilisi.
Intermediary Bank: JSC BasisBank
SWIFT code: CBASGE22
Identification code: 204426834
IBAN: GE97BS0000000037536350

სავიზო ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილი აქვს საგანგებო პორტალი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვიზასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება (https://www.geoconsul.gov.ge/en/visaInformation). საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება დაეხმარება აპლიკანტებს სავიზო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და გასცემს ყველა საჭირო დოკუმენტს უნივერსიტეტის მხრიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, სავიზო განაცხადის გაკეთების დროს უნდა ირიცხებოდეთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვას, როგორც წესი, სჭირდება დაახლოებით 3 კვირა, ხოლო ვიზის აღებას 4 კვირა. ეს არის საორიენტაციო ვადები და სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია ეს საკითხები დააზუსტონ შესაბამის წყაროსთან.

სტუდენტური სერვისები

საბაუნიში სტუდენტურ საქმეთა ცენტრი საბაუნის სტუდენტებთან ერთად უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს მენტორის/ტუტორის დახმარებას. თითო საბაუნის სტუდენტი მიმაგრებული იქნება თითო უცხოელ სტუდენტზე და დაეხმარება ადგილობრივ საზოგადოებაში/უნივერსიტეტში ადაპტაციაში. გარდა ამისა, სტუდენტური საქმეთა ცენტრი სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტებთან საორიენტაციო დღის გამართვას. საკონტაქტო პირი: გიორგი ცინარიძე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ნებისმიერ სამუშაო დღეს ისარგებლონ კონსულტაციით, მათი მონიტორინგის მიზნით, საბაუნის წარმომადგენელი, უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ლიკა ლომაია პერიოდულად გამართავს მათთან შეხვედრას საჭირო თემებზე.

საცხოვრებელთან დაკავშირებული კითხვებით საბაუნის უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ უცხოელი სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერს შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. როგორც ჩამოსვლამდე ასევე, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

ჯანმრთელობა:

საბაუნი უცხოელ სტუდენტებს  დაეხმარება კერძო დაზღვევის მოძიებასა და ჯამრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

მისამართი და ტრანსპორტი

თბილისში ფუნქციონირებს სამი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, მეტრო და მიკროავტობუსი.

ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის საფასურია 50 თეთრი, მგზავრობისას აუცილებელია სპეციალური სამგზავრო ბარათი „მეტრომანი“, რომლის შეძენა შესაძლებელია მეტროს სალაროებში.

მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურია 80 თეთრი, აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც მეტრომანით, ასევე ნაღდი ანგზარიშწორებით.

საბაუნის მისამართია: კალისტრატე ქუთათელაძის N3, საბურთალოს რაიონი. უნივერსიტეტში მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ სამივე სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საბაუნიდან 5 წუთის სავალზეა მეტროსადგური „დელისი“ და ავტობუსის გაჩერება ( ვაჟა ფშაველას გამზირი).

დაწვრილებითი ინფორმაცია თბილისის ტრანსპორტის შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ ბმულიდან: