ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზნებია:

  • - უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება;
  • - უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზირებული საინფორმაციო რესურსებისა და საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება-განახლება;
  • - უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება. ამ მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.


ბიბლიოთეკის ფუნქციებია:

  • - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასწავლო მასალით (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვ.);
  • - საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, დაცვა, აღრიცხვა და დამუშავება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
  • - ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება და გაწმენდა;
  • - გაცვლითი ფონდის შექმნა.


სამუშაო გრაფიკი: 
ორშაბათი - პარასკევი 9.00 - 20.00სთ, შაბათი: 9.00 - 18.00სთ.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები
ციური თენეიშვილი
თეა სიხუაშვილი
ტელ: (+995 32) 2 42 22 42/103
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი.


მონაცემთა ბაზა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტსა და თანამშრომელს სთავაზობს წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე EBSCO.

EBSCO Information Services (EBSCO) საინფორმაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია მთელს მსოფლიოში ბიბლიოთეკებისთვის. მას 100-ზე მეტ ქვეყნაში 11 000 ხელმომწერი ჰყავს. ის შეიცავს ასობით კვლევით  ბაზას, ისტორიულ არქივს, სამედიცინო რეფერენსებს და კორპორატიული განათლების ინსტრუმენტებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმოწერა 360 000-ზე მეტ გამოცემაზე, 57 000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალზე და წვდომა 900 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. EBSCO-ს გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს გაწვდით.

 EBSCO პაკეტის მონაცემთა ბაზებით სარგებლობისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ბმული.

EBSCO-ს პაკეტის მონაცემთა ბაზები:

  • - Academic Search ELITE
  • - Business Source ELITE
  • - MasterFILE ELITE
  • - Health Source: Consumer Edition
  • - Health Source: Nursing/Academic
  • - Newspaper Source
  • - MEDLINE
  •  -ERIC
  • - Library and Information Center (LISTA)
  • - Regional Business News
  • - GreenFile

აღნიშნული ელ. ბაზების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაში.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი