23 მაისი
ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში

 2017 წლის 23 მაისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პეზიდენტმა ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა და საქართველოს ყოფილმა სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში გაბრიელა ვონ ჰაბსბურგმა საბაუნის სტუდენტებისთვის გამართეს საჯარო სემინარი: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს, რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ საპატიო სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. უნივერსიტეტში სოციალური სტიპენდიის გაცემისთვის ქ-ნ გაბრიელა ვონ ჰაბსბურგს გადაეცა სპეციალური მადლობის სიგელი, ასევე სტიპენდიანტების მადლობის წერილი.
გერმანელ დიპლომატს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მისი მხარდაჭერით, ჩვენი სტუდენტები იღებენ სოციალურ სტიპენდიას სტუდენტზე 1000 ლარის ოდენობით