10 იანვარი
ჩვენი რექტორი რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო ნოტრ-დამის უნივერსიტეტის (აშშ) თეოლოგიის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ერთიანობა უდიდესია ვიდრე მისი ცალკეული ნაწილები - ქრისტიანთან ერთიანობა და ინტერრელიგიური დაპირისპირება დღეს“, რომელიც გაიმართა 2018 წლის 8-10 იანვარს ქალაქ რომში (იტალია).

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პროგრამის, მსოფლიო ეკლესიები, მსოფლიო ეკლესია, ფარგლებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეკლესიების/კონფესიების წარმომადგენლები, სულიერი ლიდერები, თეოლოგები და გლობალური რელიგიის სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს ქრისტიანული-მუსლიმური ურთიერთობები, კათოლიკური-მართლმადიდებლური და პროტესტანტული დიალოგი, ურთიერთობა დიალოგსა და ევანგელიზაციას შორის, და სხვა რელიგიასა და კულტურასთან დაკავშირებული თანამედროვე პრობლემური საკითხები.
საბაუნის რექტორმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ქრისტიანობა და რელიგიათა მრავალფეროვნება: ექსკლუზივიზმის, ინკლუზივიზმისა და პლურალიზმის მიღმა“.