16 მარტი
ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი პოლონეთში

2018 წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი მიქანაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო ადმინისტრაციული პერსონალის კვირეულში. აღნიშნულ კვირეულში საბაუნის გარდა მონაწილეობდა ჩინეთის სახემწიფო უნივერსიტეტის, ტაივანის, თურქეთის კირკლის, ბოლივიის, ესპანეთის, არგენტინის,  სერბეთის და მოლდოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობები.

კვირეულის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და კონტაქტების გაფართოება. გარდა კვირეულის მონაწილეების მიერ გაკეთებული უნივერსიტეტების პრეზენტაციებისა, მონაწილეებმა ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე. კვრეულის მონაწილეები შეხვდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაცვალეს ინფორმაციები დ ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ თემებზე.  

კვირეულის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა ჩინეთის მხარესთან და თურქეთის კირკლის უნივერსიტეტთან. ურთიერთობების გაღრმავება შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს საბაუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. შეთანხმება მემორანდუმის გაფორმებისა და თანამშრომლობის თაობაზე ფაქტობრივად მიღწეულია. არის შესაძლებლობა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცეთ საშუალება თურქეთის წარმატებულ სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებში გაიარონ პრაქტიკები. რაც შეეხება ჩინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა სხვადასხვა სპეციალიზაციის მიმართულებით აქაც შედგეს კონკრეტული თანამშრომლობა. ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა საბაუნისთვის და ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ სტუდენტებს განათლების მიღების საუკეთესო შესაძლებლობები შევთავაზოთ.“- განაცხადა საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი მიქანაძემ

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტისა და საბაუნის თანამშრომლობა Erasmus+ ით დაიწყო 2016-2017 აკადემიური წლიდან, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლების მობილობას, მომავალი წლიდან დაგეგმილია ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების მობილობა ამავე პროექტით.