30 აპრილი
პირველი მაისიდან საბაუნიში თამბაქოს მოწევა იკრძალება

პირველი მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში შევა. ამ კანონის მიხედვით თამბაქოს მოწევა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში აიკრძალება.

თამბაქოს მოწევა აკრძალულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

დადგენილი წესის დამრღვევ პირს მიეცემა გაფრთხილება და შემდგომ დაჯარიმდება.