28 მაისი
WSPA-ს ადმინისტრაცია საბაუნიში

2018 წლის 21-25 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Erasmus+ KA107 პროგრამით იმყოფებოდნენ ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის (WSPA) კანცლერი, ქალბატონი ელვირა პშიბივსკა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თანამშრომელი, ქალბატონი მალგორცატა ოზელი.

სტუმრებმა შეხვედრები გამართეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ვაჟა ვარდიძესთან, პრორექტორთან, პროფ. დიმიტრი გეგენავასთან და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან, ბ-ნ გიორგი მიქანაძესთან. შეხედვრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.

ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს პოლონელი სტუმრები შეხვდნენ საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, სადაც ისაუბრეს მშობლიურ უნივერსიტეტზე და სტუდენტებს გააცნეს WSPA სპეციალური შეთავაზებები.

საბაუნი და WSPA Erasmus+ Ka107 პროექტის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წლიდან თანამშრომლობენ; მიმდინარე წლის მარტში საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი მიქანაძე მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის უნივერსიტეტში.