01 ივნისი
Erasmus+ ის შედეგები

საბაუნის ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა, ანი გავაშელმა და ხათუნა მხოიანმა Erasmus+ KA 107 ICM  სტიპენდიანტები მოიპოვეს. ისინი 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლიან ესპანეთში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში.

Erasmus+ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც სრულად აფინანსებს სტუდენტის მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს უცხოეთში.