11 ივლისი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა  და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა დიმიტრი გეგენავამ მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შესრულება, კვლევით და სასწავლო პროცესში მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის თემატური კვლევითი და სამეცნიერო რესურსების წვდომის უზრუნველყოფა, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.