14 ივლისი
საბაუნის ადმინისტრაციის ვიზიტი აშშ-ში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი მიქანაძემ და სტუდენტთა კარიერული ზრდისა და ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცინარიძემ მონაწილეობა მიიღეს University of Notre Dame-ში კონკრეტულად კი Mendoza College of Business-ის ლიდერობისა და ფონდების მოძიების ტრენინგ კურსა („Nonprofit Professional Development“) და სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო ფონდების მოძიების საკითები, დონორებთან ურთიერთობის თემები და აქცენტები. ტრენინგ-კურსის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარები და დისკუსია-მსჯელობები აღნიშნული თემატიკის ირგვლივ. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი შეხვდა Mendoza College of Business ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, სადაც გამოიკვეთა თანამშროლობის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ეს მნიშვნელოვანია საბაუნის სამომავლო საქმიანობისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის - რომელთათვისაც ახალი შესაძლებლობაა. შეხვედრა გაიმართა ასევე სტუდენტთა დასაქმების სამსახურის წარმომადგენლებთან.
University of Notre Dame-ში აკადემიური კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე.

ფოტოზე საბაუნის წარმომადგენლებთან ერთად მარკ გერმანო გახლავთ, რომელიც ამერიკული კომპანია „Creating Solution“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფონდების მოძიების კონსულტანტი და ექსპერტია. მარკ გერმანო თავისი 30 წლის კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიებსა და პირებს დახმარებია მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ფონდების მოძიებასა და მართვაში.