15 ნოემბერი
მემორანდუმის გაფორმება ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტთან

2018 წლის 15 ნოემბერს საბაუნის სტუმრად ეწვივნენ: პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, ვატიკანის ელჩი (წმ. საყდრის დესპანი) მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტენკური და ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სტანისლავ ძიეკონსკი.

შეხვედრაზე საბაუნისა და ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობების განხორციელებას.

შეხვედრის ბოლოს საბაუნის ფოლკლორულმა ანსამბლმა დამსწრეებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.