01 ნოემბერი
საბაუნის სტუდენტები კრაკოვში - კონფერენციაზე.

2018 წლის 1 ნოემბერს საბაუნის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ კრაკოვში.მათ საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ახალი კულტურა/ისტორია, დაახლოებოდნენ უცხოელ სტუდენტებს და რაც მთავარია წარმსდგარიყვნენ უცხოენოვანი აუდიტორიის წინაშე კონფერენციაზე.პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ითვალისწინებდა პოლონელ-ქართველ სტუდენტებში ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას, კულტურული მემკვიდრეობებისა და ისტორიის გაცნობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მაისში საბაუნის ეწვივნენ კრაკოვის იოანე პავლე მეორის უნივერსიტეტის სტუდენტები, მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ კონფერენციაზე - თემა: მიგრაცია, გაეცნენ ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. ანალოგიურად, ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით საბაუნის სტუდენტები გაემგზავრნენ პოლონეთში, სადაც წარსდგნენ კონფერენციაზე - მოხსენებებით, დაათვალიერეს კრაკოვის ღირსშესანიშაობები, დაამყარეს როგორც პროფესიული ასევე მეგობრული ურთიერთობები უცხოელ სტუდენტებთან/პროფესორებთან. პროექტი ხორციელდებოდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და კრაკოვის იოანე პავლე მეორის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. კონფერენციებზე წარმოდგენილი ნაშრომები აიკინძება და გამოიცემა წიგნად. აღნიშნული პროექტი კარგი საშუალებაა სტუდენტებისთვის გამოეცადად საკუთარი თავი და შესაძლებლობები. საბაუნი აგრძელებს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროექტების ორგანიზებას სტუდენტებისთვისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.