20 დეკემბერი
პროფესიული განვითარების ცენტრის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა

2018 წლის 20 დეკემბერს, საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, STAR პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს ოქტომბერში, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და დასახეს სამომავლო გეგმები. 2019 წლის იანვარში საბაუნის ყველა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ზოგადად STAR პროექტს და მის ფარგლებში შემუშავებ სახელმძღვანელოს, ხოლო შემდეგი დღე დაეთმობა ვორქშოპებს, სადაც აკადემიური პერსონალი გადანაწილდება მიმართულებების მიხედვით. ვორქშოპებზე დეტალურად იქნება განხილული სწავლების რამდენიმე მეთოდი, რომლებიც მეტ-ნაკლებად სიახლეა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობისათვის. ტრენინგებს ჩაატარებენ ოქტომბერში გამართულ ტრენერთა ტრენინგში მონაწილე აკადემიური პერსონალი და ასევე, პროექტში ჩართული პროფესორები.
პროფესიული განვითარების ცენტრი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა პროექტის ფარგლებში და მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მომავალი წლიდან ცენტრი საბაუნის პერსონალს არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.