11 დეკემბერი
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კრაკოვში

2018 წლის 3-7 დეკემბერს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, სალომე ქარცივაძე და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, ლაშა მიქაძე, Erasmus+ KA107 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ კრაკოვის იოანე პავლე II -ის სახელობის პონტიფიკურ უნივერსიტეტში (UPJP2), სადაც ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. ისინი გაეცნენ UPJP2-ის სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას, შეხვდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს იოანე პავლე II -ის სახელობის უნვერტიტეტის ბიბლიოთეკის კამპუსი, მოინახულეს არქივები, გაეცნენ  წიგნების დაცვის სისტემას და მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ელექტრონულ ბაზების შესახებ

საბაუნის წარმომადგენლებმა კულტურული პროგრამის ფარგლებში დაათვალიერეს იოანე პავლე II – ის მუზეუმი, ქ. ვადოვიცეში.

Erasmus+ KA107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის მიზანია უნივერსიტეტებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

საბაუნი და იოანე პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი Erasmus+ KA107 პროგრამის გარდა, სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობენ.

Erasmus+ KA107 პროგრამაში საბაუნი 2015-2016 სასწავლო წლიდან არის ჩართული.