27 დეკემბერი
სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

დასრულდა საბაუნის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის.

პროექტი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატი.

ფინალურ ეტაპი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი,
საუკეთესო ადვოკატი
და პროკურორი,
რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

აღნიშნული სტილის პროექტები მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება.

პროექტის ავტორები და ორგანიზატორები იყვნენ საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გაგი ჩოხელი (ბაკალავრი IV კურსი) და გიორგი ბჟალავა (მაგისტრატურა II კურსი).