20 თებერვალი
სამუშაო შეხვედრა თეოლოგიის პროგრამების აკადემიური პერსონალთან

2019 წლის 20 თებერვალს საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე აკადემიურმა პერსონალმა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან, ნათია შეყილაძესთან ერთად განიხილეს აკრედიტაციის სტანდარტების ძირითადი სიახლეები. ასევე, ჩატარდა ჯგუფური მუშაობა პროგრამისა და სილაბუსების შედგენის მეთოდიკაზე. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია პრობლემურ საკითხებზე.
პროფესიული განვითარების ცენტრი ერასმუს+ აქტივობა 2 ის პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ ფარგლებში დაფუძნდა. ცენტრის მიზანია აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საბაუნი აკადემიურ პერსონალს პერიოდულად შესთავაზებს მსგავს ტრენინგებს.