15 აპრილი
ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პერსონალისათვის

2019 წლის 10 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც უძღვებოდნენ საბაუნის პროფესორები და ტრენერები ეკატერინე ნაცვლიშვილი და გვანცა აბდალაძე. ტრენერებმა ყურადღება გაამახვილეს სწავლების შემდეგ ხუთ მეთოდზე: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. ტრენინგზე პრაქტიკული მაგალითების განხილვით, მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლეს განათლებაში კომპეტენციის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელობაზე.

ტრენინგ მოდული „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ შემუშავდა Erasmus+ KA2  პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“  ფარგლებში, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტში ჩართული ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილია ვრცელი ინფორმაცია თითოეული მეთოდის შესახებ, ასევე საინტერესო გამოცდილების მაგალითები თითოეულ მეთოდთან მიმართებით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალისათვის პროფესიული კუთხით საინტერესო და საჭირო ტრენინგების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

პროფესიული განვითარების ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის ტრენინგების შეთავაზებას, როგორც საბაუნის პერსონალის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის.

პროექტი STAR მესამე წელია რაც მიმდინარეობს, სახელმძღვანელოსა და ტრენინგ მოდულის შემუშავებაში გამოყენებულია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება: მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი, კოორდინატორი), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დანია)