11 ოქტომბერი
ტრენინგი “სწავლების თანამედროვე მეთოდები“ აკადემიური პერსონალისათვის

2019 წლის 10 ოქტომბერს საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ეგიდით ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც ესწრებოდა საბაუნის აკადემიური პერსონალი. ტრენინგის დასაწყისში საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა და Erasmus+ პროგრამების კოორდინატორმა, შორენა პარუნაშვილმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა მოკლე ინფორმაცია ტრენინგ მოდულის და Erasmus+ აქტივობა 2 -ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (STAR)  შესახებ. ტრენინგ მოდული ეფუძნება პროექტის ფარგლებში შემუშავებ სახელმძღვანელოს „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე.

    

შესავალი სიტყვის შემდეგ, სწავლების თანამედროვე მეთოდზე, მის საჭიროებაზე, ტრადიციულსა და თანამედროვე მეთოდებს შორის განსხვავებაზე, ამ მეთოდებით სწავლების გამოწვევებზე ისაუბრა, საბაუნის აფილირებულმა პროფესორმა, პროექტ STAR-ის ტრენერმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა. ტრენინგის მეორე ნაწილი, რომელსაც უძღვებოდა საბაუნის მოწვეული ლექტორი და პროექტ STAR-ის ტრენერი, გვანცა აბდალაძე, დაეთმო უშუალოდ მეთოდების განხილვას, მათ სპეციფიკას და განსხვავებებს. ტრენინგზე განიხილეს 5 ძირითადი მეთოდი: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. 

                           

ტრენინგის მესამე ნაწილი პრაქტიკულ, ვორქშოპს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს საგანგებოდ შედგენილ სამუშაო ფურცლების მიხედვით.

პროფესიული განვითარების ცენტრი გააგრძელებს ტრენინგების შესთავაზებას დაინტერესებულ პირებისათვის არა მხოლოდ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, არამედ სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 

პროექტი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ სამწლიანია და მიმდინარე წელს სრულდება. კონსორციუმში ჩართულები არიან მასარიკის უნივერსიტეტი (აპლიკანტი უნივერსიტეტი, ჩეხეთი), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), კოპენფაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დანია), საქართველოს სამი (საბაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ჩინეთის 5 უნივერსიტეტი.