01 ოქტომბერი
ტრენინგი პერსონალისთვის

2019 წლის 29 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საბაუნის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალს, ჩაუტარდა ტრენინგი თემებზე, „აკადემიური პრეზენტაცია“ და „ციტირების ტექნიკა და სტანდარტი“.  ტრენინგი ჩაატარა უნივერსიტეტის  პრორექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დიმიტრი გეგენავამ. ტრენერმა შეხვედრაზე განიხილა ციტირების მეთოდები, მათი გამოყენების საჭიროება და აკადემიური პრეზენტაციის ჩატარების სტანდარტი.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრეინინგების ციკლის ფარგლებში.

პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (Sustainable Learner-centred Teaching Advanced Resources for China and Georgia /STAR/) ფარგლებში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით რომელიც შეძენილ იქნა ამავე პროექტის ფარგლებში.